პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთთან დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. პაკისტანის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ინდოეთის ელჩს ქვეყნიდან აძევებს.
ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ინდოეთის პრეზიდენტმა რამ ნათხ კოვინდიმ ხელი მოაწერა დებულებას, რომლის მიხედვითაც ინდოეთის მთავრობა ქაშმირს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სპეციალურ სტატუსს ჩამოართმევს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა განაცხადა, რომ ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილება შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ომის მიზეზი გახდეს.
ინდოეთმა და პაკისტანმა ქაშმირი 1947 წელს გაიყვეს, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქაშმირისთვის მხარეებმა ორჯერ იომეს.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანს და ინდოეთს შეიარაღებაში ბირთვული იარაღი აქვთ.