ოქროს ფასი 6-წლიან მაქსიმუმზეა

მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ოქროს ფასი გაიზარდა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ოქროს ფასმა 1,17%-ით მოიმატა და 1 უნციაზე 1,501 დოლარს მიაღწია.

ბოლოს ამ ნიშნულზე ოქროს ფასი 2013 წლის აპრილში დაფიქსირდა.

ანალიტიკოსების განცხადებით, ოქროს ფასის ზრდას ხელს უწყობს აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი და მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ინდექსების კლება.

კოკა კვირკველია