ლონდონის ბირჟაზე ყველაზე ძვირად ღირებული ბრენტ მარკის ნავთობის ფასმა გუშინდელი ვაჭრობის შედეგად დაიკლო და 57 დოლარზე დაბლა დაეცა. ICE ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად ფასი 3,78%-ით შემცირდა და 56,71 დოლარი შეადგინა.
ბოლოს 57 დოლარზე დაბლა ნავთობის ფასი 2019 წლის 4 იანვარს დაფიქსირდა.