ევროპაში საერთო-ევროპული მონაცემთა ბაზა შეიქმნა, რომელიც ევროპული ღვინოების ნამდვილობას მათი გეოგრაფიული წარმომავლობის და სახელდებების მიხედვით აღრიცხავს. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
„მონაცემთა ბაზა - eAmbrosia აერთიანებს 3 200 დასახელების ღვინოსა და სპირტიან სასმელს, რომლებიც იწარმოება ევროკავშირის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბაზა ღიაა და საჯაროდ ხელმისაწვდომი ყველასთვის, ის მოიცავს ღვინის დასახელებას, მწარმოებელ ქვეყანას, მის სავაჭრო კოდს და ბაზაში შეყვანის თარიღს, ასევე მწარმოებლის საიტზე გადამისამართების პირდაპირ ბმულებს, ისევე როგორც პრუდუქციის სრულ აღწერას.