კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) გლობალური დათბობის შესაჩერებელ რეკომენდაციებს აქვეყნებს. „გაეროს“ მიერ 1988 წელს შექმნილი ორგანიზაციის მიზანია, ადამიანებმა გაიაზრონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები და ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს. აღსანიშნავია, რომ მოხსენების შემუშავებაში მსოფლიოს 52 ქვეყნებიდან 107 წარმომადგენელი მუშაობდა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილება სასმელად ვარგისი წყლის რაოდენობის შემცირებას, ნიადაგის ეროზიას, ფლორისა და ფაუნის გარკვეული სახეობების გადაშენებასა და მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის მატებას იწვევს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ პლანეტის გადარჩენის ყველაზე კარგი საშუალება ადამიანთა კვების რაციონის შეცვლაა. მათი აზრით, ადამიანებმა მეტი მცენარეული საკვები უნდა მიიღონ და რაც შეიძლება მეტად შეამცირონ ხორცის მიღება, რითაც გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფა მნიშვნელოვნად შემცირდება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში მარცვლეულზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის ადამიანთა კვების მთავარი რაციონი გახდება.
ამასთანავე, აუცილებელია საკვები პროდუქტების გონივრულად განაწილება, რადგან ყოველწლიურად საკვების დაახლოებით 30% მოხმარების ნაცვლად, ნადგურდება.
მეცნიერები აგრეთვე მუშაობენ მცენარეული და ცხოველური პროდუქტის ლაბორატორიაში შექმნილი საკვებით ჩანაცვლებაზე. მათი მიზანია ხელოვნურად შექმნილი პროდუქტს ნამდვილის იდენტური კვებითი ღირებულება ჰქონდეს.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა