რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით - TOP-5 პროდუქტი

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 11.5%-ით გაიზარდა ექსპორტი და 1 775.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა და 4 192.9 მლნ აშშ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით, სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს ყიდის, რომლის ექსპორტმაც იანვარ-ივნისში 306 597.3 ათასი დოლარი შეადგინა; მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები - 260 501.0 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია - 179 171.6 ათასი დოლარი; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს დაფასოებული მედიკამენტები და ყურძნის ნატურალური ღვინოები ინაწილებენ, შესაბამისად, 105 638.8 ათასი და 97 204.1 ათასი დოლარით.

რაც შეეხება, ტოპ-5 საიმპორტო პროდუქტს, ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდულობთ, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, რომლის იმპორტმაც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში - 341 176.8 ათასი დოლარი შეადგინა; მე-2 ადგილზეა - მსუბუქი ავტომობილები - 308 790.6 ათასი დოლარით; ხოლო მესამე ადგილს- 266 839.1 ათასი აშშ დოლარით სპილენძის მადნები იკავებს; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დაფასოებული მედიკამენტები და ნავთობის აირები ინაწილებენ, რომელთა იმპორტმაც საანგარიშო პერიოდში შესაბამისად, 181 479.4 ათასი და 178 683.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

თაია არდოტელი