Amnesty International-ი ტურისტებს აშშ-ში მოგზაურობისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს

Amnesty International-ი ტურისტებს აშშ-ში მოგზაურობისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

ორგანიზაციამ აღნიშნული გაფრთხილება გასული კვირის ორი ტრაგიკული მასობრივი სროლის შემდეგ გამოსცა, რომელსაც 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Amnesty International-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, აშშ-ში მოგზაურობისას მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას.

„ტურისტებმა შეერთებულ შტატებში მოგზაურებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან ქვეყანა სათანადო არ იცავს ხალხის უსაფრთხოებას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. შეერთებულ შტატებში შეუძლებელია გქონდეს იმის გარანტია, რომ არ გესვრიან,“ - განაცხადა Amnesty International-ის End Gun Violence Campaign-ის კამპანიის მენეჯერმა ერნესტ კოვერსონმა.