კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში მრეწველობის სექტორი ლიდერობს - რას აფინანსებენ ბანკები

2019 წლის 1-ლი ივლისის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ეკონომიკის დარგებზე მთლიანად 28 მლრდ ლარზე მეტი სესხი აქვთ გაცემული.

ბანკების საკრედიტო პორტფელში ლიდერი კი მრეწველობის სექტორია. აქ ბანკებს 3,399 მლრდ ლარის სესხი აქვთ გაცემული. მეორე ადგილზეა ვაჭრობა, სადაც დაკრედიტების მაჩვენებელი 2,905 მლრდ ლარია. მესამეა მშენებლობა - სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ბანკების მიერ მშენებლობის სექტორზე 1,511 მლრდ ლარის კრედიტია გაცემული.

ეკონომიკის TOP-5 სექტორი, რომელიც კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით ყველაზე მეტად დააკრედიტეს:

მრეწველობა - 3 399 572 000 ლარი

ვაჭრობა - 2 905 866 000 ლარი

მშენებლობა - 1 511 2700 000 ლარი

ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 1 352 778 000 ლარი

სასტუმროები და რესტორნები - 1 173 752 000 ლარი

რაც შეეხება ეკონომიკის იმ დარგს, რომლის დაკრედიტებაზე ყველაზე ცოტა კრედიტია გაცემული, განათლებაა. 2019 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ბანკების მიერ განათლების სექტორი მხოლოდ 154 782 000 ლარით არის დაკრედიტებული.