რა განრიგით იმოძრავებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დანიშნული დამატებითი მატარებელი

საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივემიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მატარებელი 11 აგვისტოდან იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

თბილისიდან გასვლა - 09:05 საათი,

ბათუმში ჩასვლა - 14 :42 საათი,

ბათუმიდან გამოსვლა - 18:30 საათი,

თბილისში ჩამოსვლა - 00:07 საათი.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.