საპენსიო სააგენტოში მთავარი რისკის ოფიცერად ბაქარ მარუაშვილი წარადგინეს.
რისკის ოფიცერის ფუნქციაა უზრუნველყოს საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესის დამოუკიდებელი კონტროლი, თითოეული ტრანზაქციის დონეზე.
მარუაშვილი მედიას საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ წარუდგინა.
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ რისკის კონტროლი განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით. მათივე ინფორმაციით, რისკის კონტროლის პოლიტიკის, პროცედურების და მეთოდოლოგიების შექმნაზე მუშაობა დაწყებულია. რისკის კონტროლი სრულ გამჭვირვალობას მოიაზრებს და შესაბამისი პოლიტიკა, პროცედურები, მეთოდოლოგია და პერიოდული რეპორტები იქნება საჯარო.
ავტორი - ალექსანდა ისპირიანი