არ გაუშვებს აწყობილ სტრუქტურას მიხეილ სააკაშვილი ხელიდან, გამორიცხულია. ყველანაირად შეეცდება, რომ მისმა კულუარულმა წარმომადგენლებმა იყიდონ „რუსთავი 2“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, დღეიდან ახალი ბრძოლა დაიწყება „რუსთავი2“-ისთვის.
„პერსპქტივა შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, ვინც იყიდის. ერთი, რომ იყიდოს ისეთმა ვინმემ, ვისაც სთხოვენ, რომ იყიდოს. მე არ მგონია, რომ ღიად მოინდომოს ვინმე დამოუკიდებელმა ფიგურამ „რუსთავი 2“-ის ყიდვა.
ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს, თუ გაყიდვას გამოაცხადებს ხალვაში, გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი ან ერთი პიროვნება, რომელიც ცხოვრობს დასავლეთში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სთხოვს, რომ იყიდოს.
მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფული შეიძლება იყოს სხვისი, მაგრამ თხოვონ სხვას, რომ იყიდოს.
ქიბარ ხალვაშის სურვილია გამჭირვალე კონკურსის წესით გაყიდოს, მაგრამ რეალობა როგორი იქნება, კაცმა არ იცის. არ გაუშვებს აწყობილ სტრუქტურას მიხეილ სააკაშვილი ხელიდან, გამორიცხულია. ყველანაირად შეეცდება, რომ მისმა კულუარულმა წარმომადგენლებმა იყიდონ, შეიძლება ეს ადამიანი იყოს ანგლოსაქსური გვარის მატარებელი. ასევე, შესაძლებელია ხელისუფლების მხრიდანაც იყო „რუსთავი 2“-ის ყიდვის სურვილი. ახლა ახალი ბრძოლა დაიწყება „რუსთავი2“-სთვის, რომელიც აწყობილი სტრუქტურაა და ბრენდიც“,- განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის.