ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა

„რუსთავი 2"- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

როგორც კიწმარიშვილმა განაცხადა, მსგავსი მოთხოვნით სასამართლოს ჯერ კიდევ 2009 წელს, თავად ეროსი კიწმარიშვილმა მიმართა, თუმცა, სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გამო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ია კიწმარიშვილის განმარტებით, ახლა სხვა რეალობაა, რადგან ტელეკომპანიას ჰყავს ახალი მფლობელი და მას სრული უფლება აქვს წილზე იდავოს.

შეგახსენებთ, რომ ია კიწმარიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ დავის დასრულებამდე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს.