რომელი პროდუქტი რამდენი ხნით უნდა შეინახოთ მაცივარში - დაიმახსოვრეთ ეს წესები

ფიქ­რობთ, რომ მა­ცი­ვა­რი ყვე­ლა პრო­დუქტს ინა­ხავს? არამც და არამც... ბევრ პრო­დუქტს და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და სი­ნეს­ტე, პი­რი­ქით, აფუ­ჭებს.

მა­ცი­ვარ­ში შე­ნახ­ვის ხანგძლი­ვო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და ყვე­ლა პრო­დუქტს თა­ვი­სი შე­ნახ­ვის ვადა აქვს. რო­გორ შე­ვი­ნა­ხოთ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი უსაფრ­თხოდ და რამ­დე­ნი ხნით შე­იძ­ლე­ბა ამა თუ იმ პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვა მა­ცი­ვარ­ში? - ამ შე­კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თა.

რძის მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მა­ცი­ვარ­ში უნდა ინა­ხე­ბო­დეს. მა­წო­ნი, არა­ჟა­ნი, ხაჟო, იო­გურ­ტი უნდა შე­ვი­ნა­ხოთ 4 გრა­დუს­ზე და იმ ვა­დამ­დე, რაც შე­ფუთ­ვა­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი. ამას­თან, ადუ­ღე­ბუ­ლი რძის შე­ნახ­ვა ერთი დღით შე­იძ­ლე­ბა. სა­ყი­ნუ­ლე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი უმი ხორ­ცი 2-8 თვემ­დე ინა­ხე­ბა, ყვე­ლი 10-14 დღე. კა­რა­ქი 14 დღე. კვერ­ცხი მა­ცი­ვარ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა, ტორ­ტი 1-2 დღე, ახა­ლი ხილი 3-10 დღე. მარ­გა­რი­ნი 14 დღე, თევ­ზი 1 დღე ინა­ხე­ბა.

რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, მა­ცი­ვარ­ში შე­ნახ­ვი­სას აუ­ცი­ლებ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ცე­ლოფ­ნის პა­კე­ტე­ბი ისე­თი პრო­დუქ­ტის­თვის, რო­გო­რი­ცაა: ყა­ბა­ყი, კომ­ბოს­ტო, ფოთ­ლო­ვა­ნი ბოსტნე­უ­ლი და ა.შ. იმი­სათ­ვის, რომ ბოსტნე­ულ­მა "სუნ­თქვა" შეძ­ლოს კარ­გი იქ­ნე­ბა თუ პა­კეტს რამ­დე­ნი­მე ნახ­ვრეტს გა­ვუ­კე­თებთ. რაც შე­ე­ხე­ბა სო­კოს, მისი შე­ნახ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქა­ღალ­დის პა­კე­ტებ­ში, რად­გან ქა­ღალ­დის პა­კე­ტი სის­ვე­ლეს შე­ი­წოვს და სოკო მალე არ გა­ფუჭ­დე­ბა. კენკრა და სხვა მყი­ფე პრო­დუქ­ტე­ბი უმ­ჯო­ბე­სია კონ­ტე­ი­ნერ­ში შე­ვი­ნა­ხოთ.

არ­სე­ბობს პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხის მი­უ­ხე­და­ვა­დაც, მა­ცი­ვარ­ში არ უნდა შე­ი­ნა­ხოთ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო.

ნეს­ვი არა­სო­დეს შე­ი­ნა­ხოთ მა­ცი­ვარ­ში, რად­გან 2 დღის შემ­დეგ გემო და მარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა ეკარ­გე­ბა. კარ­ტო­ფი­ლი შე­ი­ნა­ხეთ მშრალ და ბნელ ად­გი­ლას. თუ მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხავთ და­კარ­გავს გე­მოს და მალე და­ჭკნე­ბა.

ყავა მა­ცი­ვარ­ში გე­მოს კარ­გავს, ისიც ანა­ლო­გი­უ­რად მშრალ და თავ­და­ხუ­რულ ქი­ლა­ში შე­ი­ნა­ხეთ. პურს მა­ცი­ვა­რი ძა­ლი­ან მალე ახ­მობს და გე­მოს უკარ­გავს. უმ­ჯო­ბე­სია კა­რა­და­ში შე­ი­ნა­ხოთ.

განაგრძეთ კითხვა