სამხრეთ კორეა იაპონიას საექსპორტო ქვეყნების სიიდან ამოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აგვისტოს დასაწყისში იაპონიამ ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტისა და საექსპორტო ქვეყნების სიიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა. გასულ წელს სამხრეთ კორეის სასამართლომ იაპონურ კომპანიებს მე-2 მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოსთხოვა, რამაც იაპონიის გაღიზიანება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ 1910-დან 1945 წლამდე სამხრეთ კორეა იაპონიის კოლონიას წარმოადგენდა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ 1965 წელს აღდგა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ტექნიკის წარმოებაში დღესდღეობით ორივე ქვეყანა წამყვან პოზიციას იკავებს მსოფლიო ბაზარზე. მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა და სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა კი, ელექტროტექნიკის ბაზარზე ნეგატიურად აისახება.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა