არავის უზარალია, მით უფრო “რუსთავი2-ს", ბრალდება აბურდულია და მას სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულმა, შპს “ინტერმედიას“ ერთ-ერთმა მეწილემ კახა ანჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“საქმეს სამართლებრივი შინაარსი არა აქვს. პროკურატურა დაინტერესდა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მას ჭარბი და მომეტებული ინტერესი აქვს ნიკა გვარამიას პერსონის მიმართ“, - განაცხადა ჯაფარიძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლისას.
გასულ კვირას გენერალურ პროკურატურაში “ინტერმედიას“ დამფუძნებელი ზურაბ იაშვილიც გამოიკითხა. საკითხი “რუსთავი 2-ის“ საქმეს და აღნიშნულ ტელეკომპანიასა და “ინტერმედიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.