THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena -ს ბაქანზე გაჩერდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.
მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
13/ 08/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena- თბილისი #884/883
თბილისიდან გასვლა-12:40, ჩასვლა Black Sea Arena-ზე-17:25, ჩასვლა ბათუმში-18:23. გამოსვლა ბათუმიდან-23:50, გამოსვლა Black Sea Arena-დან-0:38, ჩამოსვლა თბილისში-5:15.
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე: Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.