„ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი"

ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაახლოებით 150 კმ. სიგრძის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა და რეაბილიტაცია უტარდება 500კმ.-მდე სიგრძის საავტომობილო გზას. პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები აქამდე არასდროს ყოფილა.

„ბუნებრივია, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე. საზოგადოებას ვპირდები, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ და საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი. ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს არ აშენებულა. ჩვენ დღეს ვაშენებთ დაახლოებით 150 კმ სიგრძის ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება დაახლოებით 500 კმ-მდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია.

იცით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 20%-ით გავზარდეთ, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება,“ - განაცხადა ბახტაძემ.