ზაზა გაბუნია - მისასალმებელია, რომ მსხვილი კაპიტალური პროექტების ბიუჯეტი 100-ზე მეტი პროცენტითაა შესრულებული

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოახერხა და 6 თვის გეგმა 100-ზე მეტი პროცენტით შეასრულა, რაც გამოიხატება იმაში, რომ 183 მილიონი ლარით მეტი სამუშაო ჩატარდა, ვიდრე გასულ წელს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2013 წლიდან დღემდე უწყვეტად მზარდია საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება. 2013 წლიდან დღემდე მხოლოდ გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია 5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები, ხოლო მუნიციპალური განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებთან ერთად ეს ციფრი დაახლოებით 6.5 მილიარდ ლარს აღწევს. მნიშვნელოვანია, რომ უმჯობესდება არა მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტი, არამედ ვითარდება ქვეყნის რეგიონების ერთმანეთთან დამაკავშირებელ საგზაო ქსელი, რეაბილიტაცია უტარდება ტურისტულ მარშრუტებს, მთის გზებს; აქტიურად წარმოებს სტიქიის პრევენციის, ლიკვიდაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები“,- განაცხადა გაბუნიამ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, შემდგომი ორწელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებას ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით დიდი და ამბიციური გეგმები აქვს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.