სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 58 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.530 პროცენტით, მაქსიმალური 6.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.572 პროცენტით განისაზღვრა.