საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი 2020 წელს დასრულდება.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობას უკვე წარედგინა.
„მთავრობისთვის წარდგენილია ის ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კვლავ ექნება რკინიგზიდან დაკავშირება. საუბარია არსებულ სადგურზე, რომელიც აეროპორტთან მდებარეობს. ჩვენ დაგვევალება შესაბამისი გზის მონაკვეთის და კვანძის მოწყობა, რათა უსაფრთხო იყოს გადაადგილება და რკინიგზა თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამის სამუშაოებს რათა ორივე მიმართულებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ასევე პირიქით, მგზავრებს თავისუფალი შესაძლებლობა ჰქონდეთ უკვე რკინიგზით მივიდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. პროექტის დასრულება გათვალისწინებულია 2020 წელში“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.