6 თვის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე 38 მლნ 722,3 ათასი ლარი დიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3 მლნ 597 ათასი ლარით აღემატება, - ამის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.
6 თვის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში, საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში შრომის ანაზღაურებაზე 13 მილიონ 105.3 ათასი ლარი დაიხარჯა. ხოლო, თბილისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე - 2 მილიონ 875.2 ათასი ლარი.
თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 6 თვეში შრომის ანაზღაურების მუხლით გათვალისწინებული გეგმა 89%-ით შესრულდა და 6 თვის მთლიანი ფაქტობრივი ხარჯის 13.1% შეადგინა.