2019 წლის მე-2 კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 10.3 პროცენტით გაიზარდა და 1 261.6 ლარი შეადგინა.
არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის 24,7% განთავსებაზე მოდის, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორები განთავსებაზე საშუალოდ 312,2 ლარს ხარჯავდა; 308,5 ლარს - საკვებსა და სასმელზე; 295,2 ლარს გართობაზე; 234,2 ლარს - საყიდლებზე; 86,1 ლარს - ადგილობრივ ტრანსპორტზე; სულ ხარჯი კი ერთ ვიზიტზე 1 261,6 ლარს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 2.2 მილიონი შემოსვლა, რაც 13.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.