კურორტი ბახმაროს ზაფხულის სეზონი 19 აგვისტოს ტრადიციული დოღით დაიხურება

გურული იუმორი და აჭარული მოძახილი, ალპური მინდვრები და წიწვოვანი ტყეები, სუფთა ჰაერი, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, ვარსკვლავები, ხელით რომ შეგიძლია მიწვდე, სისხამ დილით ხის ქოხებიდან და კოტეჯებიდან ამოსული კვამლი, დოსტების მიერ ჩამოტარებული რძე, მაწონი, ბორანო და კაიმაღი, მზის ჩასვლა-ამოსვლის მაცქერალი და საღამოობით პატარ-პატარა მოედნებზე აგიზგიზებული კოცონებთან შეკრებილი დამსვენებლები - ასეთია ბახმარო, უნიკალური კურორტი გურიის მთებში.

კურორტი ზაფხულში ცოცხლობს, აქ ფერისცვალებას, 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღით იხურება სეზონი, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად, ტრადიციულ დოღსა და მარულაში, სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებს მონაწილეობას.

წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანია სს“ წყალი მარგებელი“, მუნიციპალიტეტთან ერთად, კურორტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, „ბახმაროს თასი 2019“ - ტრადიციულ დოღს უკვე მეორედ ორგანიზებულ სახეს მისცემს და კურორტ ბახმაროში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ცხენოსნებს უმასპინძლებს. ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდი ყოველწლიურად იზრდება, წელს, 4 გარბენის ფარგლებში, წყაროს წყალმა ბახმარომ, ფულადი საპრიზო ფონდი 15 000 ლარი დააწესა, რაც მონაწილეთა მოტივაციასა და მონდომებას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

ტრადიციული დოღი ნელ-ნელა ყველასთვის საინტერესო ღონისძიებად ყალიბდება, წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, რომელიც ფულადი პრიზის გარდა 4 მონაწილეს საჩუქრად ლეპტოპებს გადასცემს, გლოვო და კროკო-ბეთი, რომლებიც გამარჯვებულებს სოლიდურ ფულად პრიზებს გადასცემენ. კურორტის განვითარებისთვის ბიზნესის მსგავსი ტიპის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანია.

შარშან, დოღის სტუმარი თითქმის 27 ათასი ადამიანი იყო. ნისლში ჩაძირული ხის სახლები, ცასთან ყველაზე ახლოს მყოფი ნაძვისა და სოჭის კენწეროები, ღრუბლები, ხელით რომ ეხები... გურიის მთებში ჩაკარგული საოცრება ისეთია, ერთხელ თუ მოხვდები, ვერასოდეს დაივიწყებ. ბახმარო წელსაც გელოდებათ, 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, ტრადიციულ გურულ დოღზე.

(R)