ისლანდიაში კლიმატის ცვლილების გამო გამქრალი მყინვარის ადგილას სამახსოვრო მონუმენტს აღმართვენ

ისლანდიაში კლიმატის ცვლილების გამო გამქრალი მყინვარის ადგილას სამახსოვრო მონუმენტს აღმართვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

Okjökull პირველი მყინვარია კუნძულ ისლანდიაზე, რომელიც გლობალური დათბობის შედეგად დადნა და მე-20 საუკუნის ბოლოს ნელ-ნელა გაქრა. 2014 წელს ის ოფიციალურად აღიარეს "მკვდარ" მყინვარად.

მყინვარის ადგილას მონუმენტის აღმართვის იდეა კი Rice University-ის მკვლევარს ანდრი სნერ მაგნასონსა და გეოლოგ ოდურ სიგურდსონს ეკუთვნით. მეცნიერები აცხადებენ, რომ 2200 წლისთვის ისლანდიაზე არსებული 400 მყინვარი დადნება, რაც კუნძულის ცხოვრებასა და კლიმატს მთლიანად შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ისლანდიის ჰიდროელექტროენერგია მთლიანადაა დამოკიდებული მყინვარების სეზონურ დნობაზე. ამასთანავე, მათი გაქრობა მნიშვნელოვნად დააზარალებს თევზჭერის ბიზნესსა და ტურიზმს.

დღესდღეობით ჩვენ ჩვენი მშობლების გადაწყვეტილებების შედეგებით ვცხოვრობთ და ჩვენ თავად ვქმნით ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს, იმ გარემოს, სადაც მათ უნდა იცხოვრონ. ამ მემორიალით ჩვენ გვინდა მსოფლიოს დავანახოთ ადამიანთა გაუაზრებელი ქმედებების შედეგები და შევახსენოთ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კლიმატის ცვლილებას,“- აცხადებს არქიტექტორი კიმენე ჰოვე.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა