დიმიტრი პესკოვი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არსებობა შესაძლოა, ეჭვის ქვეშ დადგეს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არსებობა ეჭვის ქვეშ დადგება, თუ მას ისეთი მსხვილი ეკონომიკის ქვეყნები დატოვებენ, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„აშკარაა, რომ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების (როგორიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა) არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ მას დედამიწის უდიდესი ეკონომიკები დატოვებენ,” - განაცხადა პესკოვმა.

კრემლმა აღნიშნული კომენტატი აშშ-ს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გაავრცელა, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის აშშ-ის მიმართ „უსამართლო დამოკიდებულების“ გამო, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება.