"თბილისის გამგეობები და საქალაქო სამსახურები თავისუფალი დასახარჯი თანხის გარეშე არიან დარჩენილები"

"თბილისის გამგეობები და საქალაქო სამსახურები თავისუფალი დასახარჯი თანხის გარეშე არიან დარჩენილები".

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.

სამუშიას განმარტებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სოციალური პროგრამების კუთხით.

"თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ძალიან დიდი პრობლემებია ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილშიც. თბილისის წინა მთავრობის მიერ ბიუჯეტი 785 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან 40 მილიონი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში საწარმოთა ქონების გადასახადიდან იყო გათვალისწინებული. თუმცა ამას არ ითვალისწინებდა არსებული საკანონმდებლო ბაზა. აღნიშნული ლაფსუსი არჩევნებამდე თბილისის ძველი მთავრობის წევრებმაც აღიარეს და შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხიც დააყენეს, თუმცა იმ მომენტში ეს ვერ მოხერხდა. რეალურად, დღეისთვის ეს თანხა თბილისის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს. საჭიროა ბიუჯეტის მთლიანი ცვლილებება, როგორც რაიონების, ასევე მერიის სამსახურების ჩათვლით" , - განაცხადა სამუშიამ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბიუჯეტის ამ ფორმით დატოვება ნიშნავს იმას, რომ თბილისის რაიონების პარალიზება მოხდება ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტში. ჯაბა სამუშია მერიას მიმართავს, გაითვალისწინოს მისი კომისიის მიერ მომზადებული ანალიზი და მოამზადოს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტი.