ფასიან გზებთან დაკავშირებუთ ჯერ რაიმე მოსაზრება ან ჩამოყალიბებული აზრი არ გვაქვს, ჯერ დღის წესრიგში გზების მშენებლობა დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ ფასიან გზებთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ქარსელაძე განმარტავს, მას არ უთქვამს, რომ შესაძლოა გზები ფასიანი გახდეს. მისივე თქმით, ახლა დღის წესრიგში გზების მშენებლობა დგას და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სხვა საკითხების განხილვა.
„არ მითქვამს, რომ გზები შესაძლოა ფასიანი გახდეს, ჩვენ ჯერ გზებს ვაშენებთ და ჯერ უნდა ააშენო გზა, ვიდრე რაიმეზე ისაუბრებ.
განვითარებულ ქვეყნებში ნამდვილადაა ფასიან გზებთან დაკავშირებული პრაქტიკა. ჩვენ ამ შემთხვევაში რაიმე კონკრეტული მოსაზრება, ან ჩამოყალიბებული აზრი ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, ვინაიდან ჯერ დღის წესრიგში გზების მშენებლობა დგას. როცა აშენდება, მერე ალბათ უპრიანია ვილაპარაკოთ. ჩვენ ზოგადად ბევრ საკითხზე ვაწარმოებთ კვლევებს და მათ შორის ამ მიმართულებითაც კვლევები ჩატარდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.