Microsoft-ის კომპანიის წარმომადგენლები Windows 10-ის მომხმარებლებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ განაახლონ ოპერაციული სისტემა, რადგან მათი თქმით, არსებობს პრობლემა, რომელიც კომპიუტერს აზიანებს.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევა, რომ შესაძლოა, დაზიანებულმა კომპიუტერებმა მისი მომხმარებლის გარეშე გაავრცელოს ვირუსები.
საიმონ პოუპის, Microsoft-ის წარმომადგენლის თქმით, დღეს უკვე არსებობს ათასობით „სუსტი“ კომპიუტერი, რომელსაც ვირუსების გავრცელება შეუძლია.
„მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული სისტემები სასწრაფოდ განახლდეს“, - ამბობს პოუპი.
რისკების გადასაჭრელად და საჭირო ინფორმაციის გადმოსაწერად, შეგიძლიათ გამოიყენოთ Microsoft Security Update Guide.
როგორც ცნობილია, Windows 10-ის მომხმარებელთა კომპიუტერები, რომელთაც ავტომატური განახლების რეჟიმი აქვთ ჩართული, უკვე ავტომატურად დაცულია. თუმცა ნებისმიერს შეუძლია თავად განაახლოს Windows, "Windows Update"-ზე დაკლიკებით.
Microsoft-ის წარმომადგენლების ცნობით, ეს პრობლემა არ ეხება Windows-ის სხვა სისტემებს, როგორიცაა XP.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ