Amazon-ი გაუყიდავ პროდუქციას საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცემს - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროგრამა, რომელსაც Fulfillment by Amazon Donations (FBA) ერქმევა, სექტემბრიდან დაიწყება. როგორც რითეილი აცხადებს, ამის შედეგად გაჭირვებული ადამიანები საჭირო ნივთებს მიიღებენ.
პროგრამა ერთდროულად დაიწყება ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში.
მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა Amazon-ი 1994 წელს ამერიკაში, სიეტლში დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად დაასახელა. მისი ქონება 131 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.