დანიური ბანკი იპოთეკურ სესხებზე უარყოფით საპროცენტო განაკვეთს აწესებს

დანიურმა ბანკი მსოფლიოში პირველად, იპოთეკურ სესხებზე უარყოფით საპროცენტო განაკვეთს აწესებს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი იუწყება.

უფრო კონკრეტულად, სახლის მფლობელთათვის გაიცემა იპოთეკური სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთი წელიწადში -0.5% იქნება.

უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს იმას, რომ ბანკი მსესხებელს უხდის, რომ მისგან ფული ისესხოს, მსესხებელი კი მას იმაზე ნაკლებს უბრუნებს, რაც ისესხა.

Jyske Bank, რომელიც დანიის მესამე უმსხვილესი ბანკია, აცხადებს, რომ მსესხებლებს შეუძლიათ, ეს შეთავაზება 10-წლიანი იპოთეკისთვის გამოიყენონ. მეორე დანიური ბანკი Nordea აცხადებს, რომ მსესხებლებს 20-წლიან, ფიქსირებულ განაკვეთიან სესხებს შესთავაზებს, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 0% იქნება; მათივე 30-წლიანი იპოთეკის საპროცენტო განაკვეთი კი - 0.5%.

Juske Bank-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკარებს უარყოფით საპროცენტო განაკვეთიან სესხს სთავაზობენ, მათ ყოველთვიური შენატანების გაკეთება მაინც მოუწევთ. შედეგად, ნასესხები თანხის მოცულობა შემცირდება.

„მომხმარებლებს ფულს პირდაპირ ხელში არ ვაძლევთ, მაგრამ ყოველთვიურად იმაზე ნაკლები თანხის შემოტანა უწევთ, ვიდრე ისესხეს“, - განაცხადა Juske Bank-ის ეკონომისტმა.

როგორც The Guardian წერს, ახალი ინიციატივა სპეციალისტთა ნაწილმა პოზიტიურად შეაფასა, ნაწილი კი აცხადებს, რომ უარყოფითი საპროცენტო განაკვეთის დაწესებას მეორე მხარეც აქვს - დეპოზიტარები ბანკებში ფულის შენახვის ინტერესს დაკარგავენ, რადგან ნეგატიური მოლოდინები შეექმნებათ.

დანიაში დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები ბრიტანეთში Halifax-ისა და Nationwide-ს ექვივალენტია ანუ ნულამდე დაეცა. ახლა დანიური ბანკები ფიქრობენ, რომ შვეიცარიის მაგალითს მიჰყვნენ და დეპოზიტებზე უარყოფითი საპროცენტო განაკვეთები დააწესონ.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილი