ერთი გავა, კონსორციუმმა მეორეზე უნდა იმუშაოს და თავის ვალდებულებები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს,-ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამერიკული „კონტი ჯგუფის“ (Conti International LLC) მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვებას.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „კონტი ჯგუფის“ მიერ ანაკლიის კონსორციუმის დატოვება შესაძლოა, გარკვეულმა კომერციულმა მოსაზრებებმა განაპირობა. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და არა კონკრეტული პირებისთვის.
„შეიძლება, კონსორციუმიდან გასვლა გარკვეულმა კომერციულმა მოსაზრებებმა განაპირობა. ერთი გავა, კონსორციუმმა მეორეზე უნდა იმუშაოს და თავის ვალდებულებები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს. კონსორციუმის დაკავშირება კონკრეტული პირების გვარებთან, ეს არ არის ფაქტორი, რომელიც სახელმწიფოს სტრატეგიას შეცვლის ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და არა კონსორციუმისთვის ან კონკრეტული რომელიმე პიროვნებისთვის“,-აცხადებს გია ვოლსკი.
ცნობისთვის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და აქციონერმა – ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა, რაც “ინტერპრესნიუსს“ კონსორციუმის გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.