„როიტერსი“ - ტრამპს გრენლანდიის ყიდვა სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა თანაშემწეებსა და მრჩევლებთან პრივატულ საუბრებში აშშ-ის მიერ კუნძულ გრენლანდიის ყიდვის იდეა განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ „სიტუაციაში გარკვეულ ორ წყაროზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, იდეა, ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო და გაიცინა, ზოგმა კი - სრული სერიოზულობით.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გრენლანდიის ყიდვის იდეა პირველად პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს გაუჩნდა და ის 1946 წელს მზად იყო, გრენლანდიის სანაცვლოდ 100 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი სექტემბრის დასაწყისში დანიაში პირველი ვიზიტის განხორციელებას გეგმავს. თუმცა, მინიშნება იმაზე, რომ გრენლანდიის ყიდვის საკითხი აშშ-ის პრეზიდენტსა და დანიის ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების თემა იქნება, არ გაკეთებულა.

გრენლანდია, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვან და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს, მსოფლიოს უდიდესი კუნძულია ის ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია.