„ხვანჭკარას” ადგილწარმოშობის ადგილას წარმოების დაწყების თარიღი ცნობილია - როდიდან მოუწევს ბიზნესს ღვინის რაჭაში დაყენება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაწყვეტილებით, 2019 წლიდან „ხვანჭკარას“ გადამუშავების პროცესი უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში უნდა მომხარიყო, თუმცა, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ხვანჭაკარს ადგილზე გადამუშავება ორი წლით გადავადდა.

ლევან მეხუზლა ყურძნის ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავების გადადების მიზეზად “ ხვანჭკარას“ მიკროზონაში შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეების არარსებობას ასახელებს. მისი თქმით, ვენახების გაშენება უფრო ინტენსიურად მიდის, ვიდრე საწარმოო სიმძლავრეების შექმნა, ამიტომ რთველის შეუფერხებლად წარმართვისთვის გადავადების საჭიროება დგება.

„2019 წლის რთველიდან უნდა აკრძალულიყო ყურძნის გამოტანა ზონის გარეთ და უნდა მომხდარიყო მისი გადამუშავება უშუალოდ ადგილზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს ორი წლით გადავადდა და შესაბამისად, წლევანდელ რთველზე ყურძნის გამოტანა ისევე იქნება შესაძლებელი.

ჩვენ გვქონდა აქტიური კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ვგულისხმობ ადგილობრივ მთავრობას, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ სიმძლავრეები რაჭაში. სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მზად რეგიონი, რომ უზრუნველყოფილი ყურძნის მთლიანი გადამუშავება ამ რეგიონში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ვენახი გაშენდა, მოიმატა ყურძნის წარმოებამ და არ არის საკმარისი რაოდენობით თუნდაც ცისტერნები ღვინის დასამუშავებლად. ასევე ტექნოლოგიური ხაზები, რომელიც ამ მომატებული რაოდენობით ყურძნის გადამუშავებას უზრუნველჰყოფდა. შესაბამისად, ჩვენ უფრო მეტ დროს ვაძლევთ კერძო სექტორს, რომ მოემზადონ ამისთვის“, -განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თამჯდომარე, დაცული ადგილწარმოშობის მოდელის მნიშვნელობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ პროცესში აუცილებელია კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან ადგილწარმოშობა მათ ფინანსების ზრდაში დაეხმარება.

„ეს არის ევროპული აპრობირებული მოდელი და ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან ადგილწარმოშობა არის მათი სიმდიდრე. იმგვარი პირობები, როგორიც არის რაჭაში ასეთი უნიკალური სხვაგან მსოფლიოში არ არის. ამიტომ აქ არის ეკონომიკური ფაქტორი, რადგან ღვინის შეზღუდულ დეფიციტს ქმნი, იმიტომ, რომ შეზღუდული მიწოდება გაქვს და შენი ადგილწარმოშობა თუ იხვეჭს პოლულარობას, მაშინ შეგიძლია ფასის ზრდაც, რისი ძალიან ბევრი მაგალითია საფრანგეთშიც, სადაც ეს ადგილწამოშობები 200-300 წლის არის. საბედნიეროდ, ჩვენ ამისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მივდივართ“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თამჯდომარემ.

ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი