„სათამაშოების ისტორია 4“-ის შემოსავალმა 1 მილიარდი აშშ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ Disney-ისთვის წელს Pixar-ის ეს ანიმაციური ფილმი მეხუთეა, რომელიც კომპანიას მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Business ავრცელებს.
Disney-ს სტუდიამ დაამყარა რეკორდი და ერთ წელიწადში ყველაზე მეტი მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტის მქონე ფილმი გამოუშვა.
Disney-ს რეკორდს შეიძლება შეემატოს ისიც, რომ სტუდია მალე Disney+-ის სახელით დაიწყებს მაუწყებლობას, რომლის ფასიც თვეში 6.99 აშშ დოლარი იქნება. CNN Business ვარაუდობს, რომ ახალი არხი Netflix-ის კონკურენტი გახდება.
CNN Business-ის ინფორმაციით, კიდევ ერთი ფილმი, რომლის ბიუჯეტმაც წელს გლობალურად 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, არის „ადამიანი-ობობა: სახლიდან შორს“, რომელიც Sony film-ისა და Disney’s Marvel Studios-ის ნამუშევარია.
კონკრეტულად Disney-ს ფილმების ჩამონათვალი, რომელთა ბიუჯეტიც მილიარდ დოლარს აჭარბებს, ასეთია:
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა