2019 წლის ივლისში საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ 374.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 57.8 მლნ დოლარით, ანუ 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წლის ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი 432.5 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანალიტიკურ ანგარიშში.
ამ დროს კი ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. სებ-ის ანგარიშის მიხედვით, ივლისში ქვეყანაში სულ 1,127 მლნ ვიზიტორები შემოვიდა, რაც 44 ათასით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ივლისში ქვეყანას 1,083 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. გაზრდილია ტურისტების რაოდენობაც, თუ 2018 წლის ივლისში ვიზიტორებიდან 565 000 იყო ტურისტი, წელს ივლისში 570,500 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2018 წლის სტატისტიკას, შარშან ქვეყანას 8,326 მლნ უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა, საიდანაც 4,757 მლნ იყო ტურისტი. ტურიზმიდან შემოსავალმა კი 3,222 მლრდ ლარი შეადგინა.