ელიზაბეთ რუდი - აშშ ძლიერ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, ის მნიშვნელოვანია საქართველოს კეთილდღეობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს და უპასუხა კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პროექტი საბოლოოდ რუსეთის ფედერაციამ „ჩაიგდოს ხელში“.

„ამ საკითხებზე და მეწილეებზე „ანაკლიის კონსორციუმს“ უნდა მიმართოთ შეკითხვით, ხოლო რაც შეეხება სხვა მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, ასევე ამერიკული ინვესტიცია ამ პროექტში მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობას“, - აღნიშნა რუდმა.