ცნობილი შეფ-მზარეულების კულინარიული ტური აჭარაში გრძელდება

აჭარას უცხოელი და ქართველი შეფ-მზარეულები სტუმრობენ. მათ შორისაა კულინარიის სფეროში მრავალი ჯილდოს მფლობელი ხორხე ბრეტონი, La Sucursal and Vertical-ის ბრენდშეფი და ესპანეთში ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული, მადრიდის მასტერშეფის ჟიურის წევრი დავით ნარიმანიშვილი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ისინი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელშეწყობით აჭარულ სამზარეულოს გაეცნენ და თავადვე მოამზადეს ბორანო, სინორი, აჭარული ხაჭაპური და სხვა ადგილობრივი კერძები. 14 აგვისტოს კი, შეფ-მზარეულები მონაწილეობდნენ გო’ე’მიო საქართველოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში „ქართულ-ბასკური ვახშამი“, სადაც სტუმრებს ქართულ-ბასკური კერძების მრავალფეროვანი მენიუ შესთავაზეს.

ღონისძიების მიზანი აჭარაში კულინარიისა და სარესტორნო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.