შპს „სითი ცენტრის“ ხელმძღვანელობა განცხადებას ავრცელებს. „შპს „სითი ცენტრი“ ხელმძღვანელობა ეხმაურება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ), თავისი სათაო ოფისისთვის, შეიძინა ბიზნესმენ რომან ფიფიასგან მიწის ნაკვეთი.
"აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ ოფიციალური განცხადება: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნამდვილად შეიძინა შპს „სითი ცენტრის“ კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ამასთანავე, გვინდა განვაცხადოთ, რომ შპს „სითი ცენტრი“ არ არის რომან ფიფიას საკუთრება",- აღნიშნულია განცხადებაში.