საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურები ყველაზე ხშირად დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით ჩამოდიან.
2019 წლის მე-2 კვარტალში აღნიშნული მიზეზით საქართველოს 884 200 მოგზაური ეწვია, რამაც მთლიანი წილის 46.6% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2 200 000 საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა, შესაბამისად, 1 069 300 და 516 700 ვიზიტი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მიზეზებს, რის გამოც საქართველოში უცხოელი ვიზიტორები ჩამოდიან: