მსოფლიოს 100 უმსხვილესი საჯარო კომპანიის კაპიტალიზაცია ბოლო 1 წლის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალ ნიშნულს - 21 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ მოწმობს ყოველწლიური რეიტინგი Global Top 100, რომელსაც PwC აქვეყნებს.
ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო ამერიკულმა კომპანიებმა, მაშინ როცა ჩინურ და ევროპულ კომპანიებს კაპიტალიზაცია შეუმცირდათ.
კაპიტალიზაციის დონის მიხედვით მსოლფიოს უმსხვილესი კომპანიების ათეულში კვლავ დომინირებენ ტექნოლოგიიური კომპანიები - Microsoft, Apple, Amazon, Alphabet, Facebook, Alibaba და Tencent.
ამასთან, უკვე მეხუთე წელია ზედიზედ, რაც 100 კომპანიიდან ნახევარზე მეტი მოდის ამერიკულ კომპანებზე, ახალ რეიტინგში მათი რიცხვი 54-ია. მათი ზრდის მაჩვენებელი კი ჯამურად 9%. მათი წილის კაპიტალიზაციის მთლიან წილში შეადგენს 63%-ს.
ქვეყნებს შორის კვლავინდებურად მეორეა ჩინეთი, მესამე კი ევროკავშირი, რომლის ნეგატიურ ტრენდზე გავლენა იქონია ბრექსიტმა და სხვა გეოპოლიტკკურმა პროცესებმა.
საკმაოდ პოზიტიური იმ ქვეყნების კომპანიების დინამიკა, რომლებიც ზემოთ მოყვანილ სამ რეგიონში არ ირიცხებიან. მათ შორის ასეულში პირველად მოხვდნენ კომპანიები ინდოეთიდან და საუდის არაბეთიდან