საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა

საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალის მიხედვით, 193 მლნ ლიტრი რძეა წარმოებული, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.8 %-ით აღემატება.

„საქსტატის“ მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში, ხორცის წარმოება 15.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 151.1 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით ნაკლებია.

ლიკა ამირაშვილი