ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბალტიისპირეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული კამპანია დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებს მოიცავს და საქართველოს კურორტებს პოპულარიზაციას გაუწევს. ამასთან, ადმინისტრაციის ახალი კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გავლენიანი და პოპულარული ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვევიან, რომლებიც საქართველოს შესახებ ვრცელ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ.

„საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალრეიტინგული სატელევიზიო არხებით გადაიცემა, კამპანია მოიცავს როგორც ციფრულ მედიას, ასევე გარე ბანერებს. სარეკლამო კამპანია ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.