როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ კვირაში

Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ კვირაში 30 მილიონი დოლარით გაიზარდა.

რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 20 აგვისტოს მდგომარეობით 350-ე პოზიციაზე იმყოფება.

ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.30 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 12 აგვიტოს მისი ქონება 5.27 მლრდ დოლარი იყო. 5-6 აგვისტოს პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.25 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

5.30 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.29 მილიონი უნცია ოქრო და 99.5 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0294%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 84%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.34%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. ცნობითვის, Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი.