მსოფლიოს ყველაზე დიდმა ელექტრობორანმა პირველი მოგზაურობა დანიის მიმართულებით შეასრულა.
ელექტრობორანი „ელენი“ პირველი მოგზაურობისას სამხრეთ დანიის პორტებში გაჩერდა.
ელემენტების შვეიცარული მწარმოებლის Lechanché-ს ცნობით, ელექტრობორანს შეუძლია 30 ავტომობილის და 200 მგზავრის გადაყვანა.
„ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ატმოსფერო აღარ დავაბინძუროთ 2, 000 ტონა CO2-ით, 42 ტონა Nox-ის, 2.5 ტ. მყარი ნივთიერებით და 1.4 ტონა SO2-ით“, - განაცხადა Lechanché-ს ხელმძღვანელმა.
მათი განცხადებით, ისინი მოხარულნი არიან, მგზავრებს შესთავაზონ მოგზაურობა, სადაც აღარ შეწუხდებიან ბორნის ხმით, ვიბრაციით და დიზელის გამონაბოლქვით.
ახალ ხომალდს შეუძლია ელემენტის ერთხელ სრულად დამუხტვის შემთხვევაში 22 მილამდე გაიაროს. ამჟამად მთავარი მისიაა ელექტრობორანმა დღის განმავლობაში 6 სრული მოგზაურობა განახორციელოს, ანუ დაუბრუნდეს საწყის სადგომს.
ევროკავშირი, რომელიც ამ პროექტის მხარდამჭერია, აპირებს, რომ 2030 წლისთვის მსგავსი 100 ელექტრობორანი აამოქმედოს.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ