2019-2020 სასწავლო წლისთვის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 3 199 310 წიგნი და რვეული შეიძინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ტრადიციულად, წელსაც დარიგდება. ხელშეკრულების თანახმად, სკოლებს სახელმძღვანელოები მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე მიეწოდებათ.
მათივე ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლის ყველა მეშვიდე კლასელი მოსწავლე მიიღებს ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს.
ამასთან, მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო და კერძო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეებს „დედა ენის“ სახელმძღვანელოები გადაეცემათ.