Facebook მომხმარებლებს მასზე შეგროვებული მონაცემების ნახვის შესაძლებლობას მისცემს

Facebook მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ის მონაცემები ნახონ, რომლებიც მათზეა შეგროვებული. პარამეტრებში არსებული ფუნქცია, რომელსაც Off-Facebook Activity ჰქვია, მომხმარებლებს აჩვენებს ყველა აპლიკაციასა და ვებგვერდს, რომლებიც მათ შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელს უგზავნიან. ამ მონაცემებს ცუკერბერგის კომპანია მიზნობრივი რეკლამის უფრო ეფექტურად დაგეგმვისთვის იყენებს.

Facebook-ზე დარეგისტრირებულ ადამიანებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, წაშალონ საკუთარი ისტორია და პრევენციული ხერხებს მიმართონ იმისთვის, რომ აპლიკაციის გამოყენებისას მათზე ინფორმაცია აღარ შეგროვდეს. თუმცა ექსპერტების განმარტებით, სოციალური ქსელის ხელმძღვანელების მიერ გადადმულ აღნიშნულ ნაბიჯს დიდი და თანაც უარყოფითი გავლენა ექნება კომპანიის შემოსავლებზე.

სოციალური ქსელის ჩანაფიქრი ძალიან ნელა ხორციელდება და ამ დროისთვის მხოლოდ ირლანდიაში, სამხრეთ კორეასა და ესპანეთში აქვთ მომხმარებლებს საკუთარ თავზე არსებული მონაცემების ნახვის შესაძლებლობა. თუმცა Facebook-ის მიზანია საბოლოოდ მსგავსი შესაძლებლობა მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისცეს.

კომპანიამ მსგავსი ინიციატივა მას შემდეგ წამოაყენა, რაც Apple-მა და Mozilla-მ აქტიური ნაბიჯები გადადგეს იმისთვის, რომ Facebook-ისა და სხვა სერვისებისთვის ხელი შეეშალათ, მომხმარებლებისთვის თვალი მიედევნებინათ ბრაუზერების მეშვეობით.

გარდა ამისა, გერმანიის კონკურენციის მაკონტროლებელმა კომპანია გააფრთხილა, რომ მან არსებითად უნდა შეწყვიტოს მონაცემების ისე შეგროვება, როგორც ის ამას აკეთებს იქამდე, სანამ მას არ ექნება უფრო ცხადი ნებართვა მომხმარებლებისგან ინფორმაციის შეგროვებაზე.

აღსანიშნავია, რომ Facebook თავის მომხმარებლებზე ინფორმაციას სოციალური ქსელის მიღმაც აგროვებს, მაშინ როდესაც თქვენ წყვეტთ სწორედ სოციალური ქსელის გავლით გაიაროთ ავტორიზაცია, რომელიმე აპლიკაციაზე. გარდა ამისა, ვებგვერდი იყენებს ფუნქციას, რომელსაც Facebook Pixel-ი ჰქვია, იმისთვის, რომ თქვენს აქტივობას თვალი მიადევნოს. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც თქვენ ბრაუზერში ფეხსაცმელების შესახებ ინფორმაციას მოძებნით, ეს ინფორმაცია სოციალური ქსელის გახსნისას სწორედ იქ ამოვა. The Off-Facebook Activity პარამეტრი საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, კონკრეტულად, რა სახის ინფორმაციაა შეგროვებული თქვენს შესახებ. კომპანიის განმარტებით, სმარტფონის საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს 80 აპლიკაცია აქვს და ყოველ თვე 40 მათგანს იყენებს, ამიტომ იმ წყაროების ჩამონათვალი, რომლებიც თქვენზე ინფორმაციას გასცემენ, შესაძლოა, საკმაოდ ვრცელი იყოს.

აუცილებელია აღნიშნოს, რომ სოციალური ქსელი ამის შემდეგაც განაგრძობს ინფორმაციის შეგროვებას, მაგრამ ეს უკვე ანონიმური იქნება. მათ ეცოდინებათ, რომ ბევრი ადამიანი ნახულობს ინფორმაციას კონკურეტული ფეხსაცმლის შესახებ, მაგრამ არ ეცოდინებათ კონკრეტული მომხმარებელი, რომელიც ამ ინფორმაციას ეძებს.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა