კომპანიამ Samsung Electronics ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 23 აგვისტოდან მსოფლიოს 70 ქვეყანაში სტარტს აიღებს მისი სმარტფონების ხაზის საფლაგმანო მოდელის Galaxy Note 10-ის გაყიდვები.
განცხადებაში წერია, რომ 23 აგვისტოდან ფაბლეტი ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთ კორეის, აშშ-ის, ევროპისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე. სექტემბრიდან ქვეყნების რიცხვი 130-მდე გაიზრდება.
უკვე სამშაბათს კი კომპანიამ გამოაცხადა, რომ წინასწარმა შეკვეთებმა მხოლოდ სამხრეთ კორეაში აღნიშნულ მოდელზე მილიონს გადააჭარბა.
რაც შეეხება ფასს - Note 10 6,3 დიუმით სამხრეთ კორეაში 1 025 დოლარი ღირს, ხოლო 6,8 დიუიმიანის ფასი 1 250 დოლარია. სწორედ ეს მეორე მოდელი არის 5G ქსელის მხარდამჭერი, რომლითაც უკვე სარგებლობს 2 მილიონზე მეტი სამხრეთ კორეელი.