2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 287 შემთხვევა დარეგისტრირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 287 რეგისტრირებული ფაქტიდან მხოლოდ 19 შემთხვევაა გახსნილი, შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი 6.62%-ს შეადგენს.
ამასთან, უწყების ცნობით, სტატისტიკურად 2019 წლის იანვარ-ივნისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 149 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა: 2019 წლის იანვარ-ივნისში 40 - ქრთამის აღების; 42 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 33 – სამსახურებრივი გულგრილობის; 17 - სამსახურებრივი სიყალბის და 6 - ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა.