ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა სააგენტოებმა დაიწყეს მოკვლევა Facebook-ის მიერ კრიპტოვალუტა Libra-ს შექმნის შესახებ განაცხადზე, - წერს „ბლუმბერგი“.
სააგენტოს ინფორმაციით, ევროპელი ჩინოვნიკები შიშობენ, რომ სოციალური ქსელის მიერ შემოთავაზებული საგადასახდელო სისტემა შეზღუდავს კონკურენციას.
ევროკომისიაში ასევე შიშობენ, რომ Libra კონკურენციის შეზღუდვის გარდა შექმნის პრობლემას მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მხრივაც. გამოძიება კონცენტრირებულია Libra Association-ის მართვის სტრუქტურაზე და მის წევრობის წესზეც.
როგორც ცნობილია, Facebook აპირებს შექმნას საკუთარი საგადასახდელო სისტემა Libra უკვე 2020 წლისთვის. ის მიეკუთვნება კრიპტოვალუტების კატეგორიას, რომლებიც უზრნველყოფილია ეროვნული ვალუტებით.
იმისათვის, რომ კომპანიამ მიიღოს თანხმობა მარეგულირებლებისგან, მან შექმნა ორგანზიაცია Libra Association, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს უშუალოდ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის სულ ცოტა 27 სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორიას არიან ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა Visa Inc., Uber Technologies Inc. და PayPal Holdings Inc.