თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.
საბა გოგოლიძეს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან დაიწყებს.
„ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი წლის მივდივარ და შემდეგ ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. სამუშაოს 14 ოქტომბრიდან ვიწყებ, თუმცა რისი გაკეთება მომიწევს ჯერ მეც არ ვიცი.
„ამაზონის“ წარმომადგენლები საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და ამიერკავკასიაში დაქირავების ივენთს ატარებდნენ. ივენთზე მონაწილეობის გამო სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც იყვნენ ჩამოსულები“, - აღნიშნა გოგოლიძემ.
მისი თქმით, კომპანიიდან linkedin-ის დახმარებით დაუკავშირდნენ.
„კომპანიიდან თვითონ დამიკავშირდნენ, linkedin-ზე მომწერეს და შემდეგ საქართველოშივე სამეტაპიანი გასაუბრება გავიარე. როგორც ვიცი, „ამაზონში“ სამუშაოდ ჩვენგან კიდევ რამდენიმე მიდის, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
პროფესიით პროგრამისტი ვარ და ძირითადად mobile-ზე ვმუშაობ. ამ ეტაპზე ვმუშაობ საიტია toptal-ი, რომელიც ფრილანსერების საიტია და კლიენტსა და პროგრამისტს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ერთმანეთთან აკავშირებს. აღნიშნული საიტის დახმარებით ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში ვმუშაობ.“ - აღნიშნა გოგოლიძემ.